დეკანოზი შალვა კეკელია: „ნაცმოძრაობა“ წინამძღვრებს უცხოეთში ასვენებდა, მერე ვიდეოს უღებდნენ

ეს პერსონა

ყველაზე დიდი ფული ეკლესიაში დახარჯა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ყველაზე დიდი დაფინანსება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიდან წამოვიდა, - ამის შესახებ დეკანოზმა  შალვა კეკელიამ განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების  მაღალჩინოსანი მათ ეკლესიის გაქრობით ემუქრებოდა. ვინ იყო აღნიშნული პირი - დეკანოზი დუმილს ამჯობინებს. 

„ყველაზე დიდი ფული ეკლესიაში დახარჯა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ , ყველაზე დიდი დაფინანსება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიდან წამოვიდა. მახსოვს, რომ წინამძვრები მიჰყავდათ უცხოეთში ასვენებდნენ, მერე ვიდეოს უღებდნენ ამას და მთელი ეს ვიდეო გადაღებები, ფარული ჩანაწერები... როდესაც ციხის კადრები გავიდა, მაშინ საპატრიარქოში ვიყავი, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე მოვიდნენ საპატრიარქოში და პირდაპირ მოსთხოვეს საპატრიარქოს, კადრების შემდეგ თუ მათ ჩვენ მხარს არ დავუჭერდით, აუცილებლად ისინი ამ კადრებს ნელ-ნელა გაასაჯაროებდნენ და ეკლესიას ცუდ დღეში ჩაგვაგდებდნენ.

26 მაისს, როდესაც მიტინგი დაარბიეს, მაშინაც იქ ვიყავით, პატრიარქი ტელეფონზე დავალაპარაკეთ, ვინც უფროსები იყვნენ, მათ დავალაპარაკეთ. კინო “რუსთაველში” როცა შევედით, მეუფე იაკობმა ხმამაღლა ჩართო ტელეფონი და ვთხოვდით ხალხი არ ეცემათ, ასეთი რამ გვითხრეს – კომუნისტების დრო მოგენატრებათო, ისეთ დღეში ჩაგაგდებთ თქვენ, ისეთ დღეში ჩავარდებით მღვდლები, კომუნისტების დროს ინატრებთ, საერთოდ გავაქრობთ ეკლესიის სახელს. ეს გვითხრა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ვინც ამათ მართავდა. ის ისეთი ადამიანია, ღმერთმა უკვე დასაჯა და კიდევ დაისჯება ღვთის წინაშე.

ეს ყველაფერი არის გაგრძელება - 2004 წელს დაიწყო ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, მაშინაც ითხოვდნენ პატრიარქის გადაყენებას, მაშინაც ჰყავდათ მათ ეკლესიაში მომხრეები, მაშინაც ჰყავდათ სასულიერო პირები მათი მომხრეები, რომლებიც ეწინააღდეგებოდნენ პატრიარქს, როგორც ახლა. ეს ბრძოლა ახლა კი არ დაიწყო, მეუფე პეტრემ კი არ დაიწყო, ეს ბრძოლა მოდის და მას თავისი წარსული აქვს. ზუსტად ვიცი, ვისთან იკრიბებოდნენ მაშინ, რატომ იკრიბებოდნენ, როგორ იგეგმებოდა ეს ყველაფერი ეკლესიის წინააღმდეგ“, - აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია“, - განაცხადა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში დეკანოზმა შალვამ.

0
0
3
2
4
კომენტარები
ეს პერსონა
Top