ირანმა ურანის გამდიდრება განაახლა

ეს პერსონა

ირანმა ფორდოს ბირთვულ საწარმოში  ურანის გამდიდრება ოფიციალურად გაანახლა. ეს ნაბიჯი,სავარაუდოდ, იმაზე მიანიშნებს, რომ თეირანი საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან გავა.
ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის თქმით, მათი ქმედებები შეუქცევად პროცესს არ ატარებენ და თეირანი მზადაა, ისევ შეაჩეროს ურანის გამდიდრება სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.
4 წლის წინ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, ირანმა შეწყვიტა ურანის გამდიდრება 2025 წლამდე , ასევე შეამცირა ცენტრიფუგების რაოდენობა ფორდოსა და ნატანსის საწარმოებში. გარდა ამისა, დოკუმენტი ავალდებულებდა თეირანს, რომ ფორდოს ქარხანა გადაქცეულიყო ბირთვულ, ფიზიკურ და ტექნოლოგიურ ცენტრად, რომლის ცენტრიფუგები იქნებოდა გამოყენებული სტაბილური იზოტოპების გამოსაყვანად სამოქალაქო მიზნებისთვის.
2018 წელს შეთანმებიდან აშშ გავიდა. მას შემდეგ ვაშინგტონი ირანს პერიოდულად  საქნციებს უწესებს. საპასუხოდ, თეირანი თანდათან უარს ამბობს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. დოკუმენტისთვის ხელი ასევე აქვთ მოწერილი საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, რუსეთს, ჩინეთსა და გერმანიას და 5-ივე ქვეყანას სურს, შეთანხმება ძალაში დარჩეს.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top