თეა წულუკიანი: 7 ნოემბერი ყველას ცუდად, ტკივილით გვახსენდება და ჩვენი მიზანია, რომ ასეთი დღეები არასოდეს განმეორდეს

ეს პერსონა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მინისტრმა 7 ნოემბერი გაიხსენდა და აღნიშნა, რომ 7 ნოემბრის შემდეგ უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო ადამიანების უფლებების გზაზე დაღმასვლა

  „7 ნოემბერია დღეს და ეს დღე ყველას გვახსენდება ცუდად, ტკივილით. ჩვენი მიზანია, ასეთი დღეები არასოდეს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. რაკი თქვენს წინაშე ვსაუბრობ, თქვენით დავიწყებ, იძალადა მედიაზე და იძალადა ჟურნალისტებზე, იძალადა საკუთარ მოქალაქეებზე და რეალურად, დღეს ჩვენ გვყვანან პირები, ვინც ან ბრალდებულია, ან მსჯავრდებულია მოცემულ საქმეზე. შესაბამისად, ძალიან რთულია, რომ დღეს, ამდენი წლის შემდეგ, 7 ნოემბერს არ გაიხსენო ის მნიშვნელოვანი, გარდამტეხი დღე ჩვენს ისტორიაში, რომელიც იყო ის 7 ნოემბერი. ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ დღის შემდეგ უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო ადამიანის უფლებების გზაზე დაღმასვლა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top