რომან გოცირიძე: მას შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებამ 20 ივნისს ჩაიდინა, 7 ნოემბრის შეხსენება მათ აქტივში აღარ შედის

ეს პერსონა

7 ნოემბერს იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება, „იმედში“ შეჭრა იყო შეცდომა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. თუმცა,  გოცირიძე საზოგადოებას 2019 წლის ივნისის მოვლენებსაც ახსენებს.

"მას შემდეგ, რა საშინელებაც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა და როგორი არაადექვატური ძალა გამოიყენა, როგორი დანაშული მოხდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევის სახით, 7 ნოემბრის შეხსენება არც თუ ისე მიდის ხელისუფლების აქტივში. 7 ნოემბერს იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება, რომელსაც ასევე სამწუხაროდ, ხელი შეუწყო იმ საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების, ასევე არაკანონიერმა ქმედებამ. დღეს, როდესაც 7 ნოემბერს ახსენებს ხელისუფლების მხარდამჭერი მედია, ავიწყდება, თუ რა მოხდა 20 ივნისს“, – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევიდან 12 წელი გავიდა.

0
0
1
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top