რა ვიცით 7 ნოემბერზე? - სისხლისღვრით დასრულებული დემონსტრაციის ქრონიკები

ეს პერსონა

12 წლის წინ 7 ნოემბერი, საქართველოსთვის გამორჩეულად მტკივნეულ თარიღად იქცა. ამ დღეს ავტორიტარიზმმა ხალხზე იძალადა, თუმცა საბოლოოდ თავად დამარცხდა. ხელკეტებით დასახიჩრებული და რეზინის ტყვიებით დაჭრილი დემონსტრანტები, დარბეული ტელევიზია და მხუთავ აირში გახვეული რუსთაველი. როგორ მივედით 7 ნოემბრამდე? სისხლიანი დარბევის ქრონიკები.

 

 

2007 წლის 3 ნოემბერს საერთო სახალხო   პროტესტის  გამოსახატად  დაწყებული აქციები, რომელთაც წინ რიგი მოვლენები უძღოდა, განახლდა. ათასობით ადამიანი, მაშინდელი ოპოზიციური პარტიების მეთაურობით,  რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდა. 

აქციაზე ისმოდა სკანდირება: "წადი, წადი"; "გადადექი, გადადექი".

 

4 ნოემბერს მიხეილ  სააკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განცხადება გააკეთა. 

"საპროტესტო აქციები დემოკრატიის ნაწილია და ეს ნორმალურია"

"მე ყველაფერს ვუსმენ, რასაც ხალხი ლაპარაკობს. მე ქვეყნის და თითოეული ადამიანის პრეზიდენტი ვარ"

 

5 ნოემბერსარქციის რამდენიმე ორგანიზატორმა, დეპუტატმა ლევან გაჩეჩილაძემ, "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა, პარტია "ჩვენ თვითონ" ლიდერმა პაატა დავითაიამ და თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა ბიძინა გეგიძემ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას მიმართეს.

 "გამოწვევა მიღებულია და პროტესტის ამ ფორმას მიზნის მიღწევმდე გაავაგრძელებთ"

6 ნოემბერს, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა მიუნხენიდან ტელეკომპანია იმედის გადაცემას ღია ეთერს ინტერვიუ მისცა. მან ბოდიში მოუხადა ქართველ ხალხს, მიცემული ჩვენებისთვის. ოქრუაშვილის  თქმით, მას ეს ციხეში აიძულეს.

 

"შენი [მიხეილ სააკაშვილის] დღეები დათვლილია, რადგან ხალხმა უკვე გამოგიტანა განაჩენი; მე იძულებითი პოლიტიკური ლტოლვილი ვარ; მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში: როგორ გაიძულო შენ დატოვო ხელისუფლება. ყველა ის ბრალდება, რომელიც მე პრეზიდენტ სააკაშვილს წავუყენე, სიმართლეა, მაგრამ მე არ მომეცემა ამის დამტკიცების საშუალება საქართველოში არსებული მართლმსაჯულების პირობებში"

ნოემბერი. აქციის დაშლა.

პარლამენტის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქცია,სამართალდამცავებმა დაშალეს და რამოდენიმე ადამიანი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.კარვებში მყოფი მოშიმშილეების  დაშლა გამთენისას, 8 საათზე დაიწყო. პოლიცია აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა, ხელკეტებით, ცრემლსადენი აირითა და აკუსტიკური თოფებით გაუსწორდა.

 

 

12 წლის შედეგ დაშავებული აქციის მონაწილე ლაშა ლომჯარია მომხდარს იხსენებს:

 

" დილის 11 საათი იყო. გავიგე,  რომ მოშიმშილეები დაარბიეს.  მაშინვე იქ წავედი. ქაშუეთის  გასწვრივ გზაზე ვიდექით. მაშინ 19 წლის ვიყავი. სპეცრაზმის პირისპირ აღმოვჩნდით, წყლის ჭავლი მოგვიშვეს, გაზის ტყვიები მოაყოლეს. სუნთქვა გვიჭირდა, ვერაფერს ვხედავდით. სტიქაროსანი გამოვიდა ქაშუეთის ეკლესიიდან, წყალი მოგვიტანა და სახეზე გვისვამდა. ორ წუთიანი პაუზის შემდეგ ამოვისუნთქე, მივხვდი - თუ სუნთქავ, ესეიგი ცოცხალი ხარ! თაბუკაშვილის ქუჩისკენ წავედით. ყველა გზა გადაკეტილი ჰქონდათ. მოედანზე დავბრუნდით. ერთი საათი ვიყავით ასე ალყაში, მერე გზა გაგვიხსნეს. დაახლოვებით  4-5 საათისთვის რიყეზე იგივე განმეორდა. ჩვენ მაშინ არ ვიცოდით იქამდე თუ სდიეს ხალხს, ეს მოგვიანებით გავიგეთ."

დაბინდებისთანავე  ნიღბიანი სპეცრაზმელები ტელეკომპანია იმდესა და კავკასია-ში შევიდნენ, რის გამოც, ორივე ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.

 

 

 

საინფორმაციოს დაწყებიდან ზუსტად ნახევარ საათში  20:30 სთ-ზე,  ტვ იმედში ნიღბიანი სპეცრაზმელები შეიჭრნენ.   მოვლენებს ათასობით მაყურებელი თვალს პირდაპირ ეთერში ადევნებდა. 

 

 

სპეცრაზმელები საეთეროში შეიჭრნენ და მაუწყებლობის გათიშვა მოითხოვეს. ჟურნალისტები და ტელევიზიის თანამშრომლები იატაკზე დააწვინეს და თავზე იარაღი მიაბჯინეს. გაანადგურეს კომპიუტერები და ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკა. არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქალაქში საგანგებო ვითარებას გამოაცხადა. 

მაშინდელი მთავარი პროკურის მოადგილის, ნიკა გავრამიას განცხადება ტელეკომპანიის დარბევასთან დაკავშირებით:

 

 

 

7 ნოემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი შავი ლაქაარომელიც სრულად გამოძიებული დღემდე არ არის.

 

8 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტროს  გავრცელებული ინფორმაციით, დარბევისას  360 ადამიანი დაშავდასამი დაზარალებული რომელიც იარაღით მძიმედ დაიჭრა, პროკურატურამ დაზარალებულად არ სცნო.

დარბევსას გამოყენებული იარაღი:

 

  • უმძიმესად დაჭრილი ერთ-ერთი მოქალაქის წინააღმდეგ გამოყენებული იარაღის კონკრეტული სახეობა, საქართველოში ალტერნატიულმა ექსპერტიზამ ვერ დაადგინა. მოგვიანებით, ჭრილობის ამსახველი ფოტოები ადვოკატმა დამოუკიდებლად წარუდგინა  უცხოელ  ექსპერტებს. მათი დასკვნით, იარაღი „დუმდუმია“.  ე.წ. "დუმდუმის" ტყვია უმძიმეს ჭრილობას, უმეტეს შემთხვევაში კი ადამიანის წამებით სიკვდილს იწვევს და მისი გამოყენება ჰააგის კონფერენციამ 1899 წელს აკრძალა.
  • გამოყენებული იარაღებიდან  ერთ-ერთიბელგიური წარმოების ნახევრად ლეტალურია   FN 303-ია ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტროების თქმით,  FN 303- ეს ნახევრად ატომური იარაღია, რომელიც 68 კალიბრიან ტყვიას ისვრის და მისი საწყისი სიჩქარე წამში 90 მეტრია.ხოლო საბრძოლო მანძილი 100.
  • ერთ-ერთი იარაღი რომელიც, სავარაუდოდ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს, სპეციალური აკუსტიკური Medium Range Acoustic Devise-ია. ეს იარაღი ამერიკელებმა ერაყელი ბოევიკების წინააღმდეგ გამოსცადეს, უფრო გვიან კი, რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩნეთში. 2014 წლის ოქტომერში რუსულ მედიაში სკანდალურად სტატია გამოქვეყნდა. ავტორი,  ალექსანდ კლუგულოვი ამტკიცებდა, რომ 7 ნოემბერს ნაციონალურიმა მოძრაობამ სწორედ  ეს იარაღი გამოიყენა ხალის დასაშლელად. Medium Range Acoustic Devise საშუალო მოქმედების აკუსტიკური იარაღია რომელიც  ულტრაბგერებს უშვებს. ადამიანის სმენა ამ ხმებს ვერ აღიქვამს და ობიექტში გაუაზრებელ პანიკას იწვევს.

 

 

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top