ორმა ჩრდილოკორეელმა მეთევზემ სამხრეთ კორეაში გაქცევამდე გემის 16 წევრი მოკლა

ეს პერსონა

ორმა ჩრდილოკორეელმა მეთევზემ სამხრეთ კორეაში გაქცევამდე გემის ეკიპაჟის 16 წევრი მოკლა, თუმცა სეულმა ისინი უკან გააბრუნა.
 
კვირას მათ სამხრეთ კორეის საზღვაო საზღვარი გადაკვეთეს, ორ დღეში კი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ისინი დაიჭირეს მკვლელობის ბრალდებით. ძირითადად სეული ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულებს თავშესაფარს აძლევს, თუმცა ამ შემთხვევაში მეთევზეები ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშებად შერაცხეს.

როგორც მეთევზეებმა შემნდგომში მოჰყვეს, მათ და კიდევ ერთმა მამაკაცმა გემის კაპიტანი ოქტომბრის ბოლოს მოკლეს მისი სასტიკი მოპყრობის გამო. ამის მერე მეთევზეებმა სათითაოდ მოკლეს გემის სხვა წევრები და მათი გვამები ზღვაში გადაყარეს.

თავდაპირველად სამივე მამაკაცი ისევ ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მათგანი ნავსადგურში გამოიჭირეს, დანარჩენებმა გადაწყვიტეს, გემით სამხრეთ კორეამდე ჩასულიყვნენ.

ეს პირველი შემთხვევა, როცა სეულმა ფხენიანს დეზერტირები გადასცა დემილიტარიზებულ ზონაში, პანმუნჯომში.

ძირითადად ჩრდილოკორეელი მოქალაქეები სამხრეთში  დიქტატურისგან თავის დასაღწევად მირბიან.

სეულის მონაცემებით, მარტო 2017 წელს ჩრდილოეთ კორეიდან მათთან 1.127 დეზერტირი გამოიქცა.
 
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top