რას და ვის ხედავენ სიზმრებში ყველაზე ხშირად და რას ნიშნავს ეს?

ეს პერსონა

 სიზმარი -  "დაშიფრული ამბავი სულის საიდუმლო ცხოვრებაზე", თუ უბრალოდ ტვინისა და ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა? ეს ფენომენი მეცნიერებისთვის დღესაც კი საკამათო საგანია. ადამიანების დიდ ნაწილს დღესაც სჯერა, რომ სიზმრით მომავლის წინასწარმეტყველებაა შესაძლებელი. მავანი კი მიიჩნევს, რომ სიზმარი ადამიანის ახლანდელ მდგომარეობას ასახავს. ალბათ ყველაზე ოპტიმალური ახსნა შემდეგია - არ არსებობს ცუდი და კარგი სიზმარი, - ეს ქვეცნობიერის რეაქციებია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ერთი რამ ცხადია: არსებობს სიზმრები, რომლებიც ადამიანების დიდ ნაწილს ერთხელ მაინც დასიზმრებია. რომელ სიზმრებს ვხედავთ ყველაზე ხშირად და როგორ ახსნას ვხვდებით უმეტესწილად  - გაეცანით ჩვენ სტატიას:

1. ადამიანი ხედავს, რომ მას მისდევენ -  სიზმრების ექსპერტი ლაური ლოუენბერგი ამბობს, რომ ასეთი სიზმრები უმეტესად იმ ადამიანებს ესიზმრებათ, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ კონფლიქტების არიდებას და ერიდებიან სიტუაციის გამწვავებას. თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც: ასეთი სიზმრები, უბრალოდ, პრიმიტიული ინსტიქტების გამოძახილია, რომლებიც ადამიანთა გენებში  წინაპრების წყალობით დღესაც არსებობს, რადგან მათ ყოველთვის უწევდათ მტაცებლებისგან გაქცევა.

 

2. შველა გინდათ, თუმცა ვერ ყვირით - ფსიქოლოგები ამას ძილში პარალიზებას უწოდებენ. არსებობს თეორია, რომ თუკი ასეთ სიზმარს ხშირად ხედავთ, რეალურ ცხოვრებაში საკუთარი აზრის გამოთქმა გიჭირთ - გეშინიათ, რომ არ მოგისმენენ. 

3. აპოკალიფსი - გაგიკირდებათ და ამ ხასიათის სიზმარს ძალიან ბევრი ადამიანი ხედავს. მისი ახსნა მარტივია -  სამყაროს დასასრულის ნახვა სტრესზე მიუთითებს. თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც: მსგავსი ხასიათის სიზმარი შესაძლოა ნეგატიურ ცვლილებებზე მიგანიშნებდეთ. 

4.სიკვდილი – აღნიშნული სახის სიზმარს ურთიერთგამომრიცხავად ხსნიან. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს უბედურების მომასწავებელია, სხვები კი დარწმუნებულები არიან, რომ საყვარელი ადამიანის სიკვდილის ნახვა, მისსავე დღეგრძელობას მოასწავებს. 

5. ვარდნა -  ყველაზე გავრცელებული ახსნა შემდეგია: სტრესი და დაღლილობა. ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი ამ სახის სიზმარს მარტივად ხსნის: როდესაც სხეული "იძინებს" ნერვული სისტემა მშვიდდება, სისხლის წნევა ეცემა, გულისცემა ნელდება და ტვინი ამას საფრთხედ აღიქვამს, რის გამოც უცებ გეღვიძებათ. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ სიზმარში ვარდნა კონტროლის დაკარგვის შიშის სიმბოლოა.

 

 

ტეგები:
6
1
6
2
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top