ბათუმში მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა

ეს პერსონა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მუშა გადმოვარდა. ის ადგილზევე დაიღუპა. ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
„ყელში ამოვიდა. საკუთარი თავი მეზიზღება უკვე, ნეკროლოგის მაცნეებად ვიქეცით ის აქტივისტები, ვისაც ამ მდგომარეობაზე გული შეგვტკივა.
აღარ შეიძლება ასე გაგრძელება, ოდესმე უნდა შევძლოთ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება, კომფორტის ზონებიდან, აუდიტორიებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კაბინეტებიდან, სახლიდან გამოსვლა. ოდესმე უნდა შევწყვიტოთ გასხივოსნების, არარსებული ნათელი მომავლის მოლოდინი და უმოქმედობა“, - დაწერა კუპრაძემ საკუთარ ფეისბუკზე.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top