ნატო გონებრივ კვდომას განიცდის - ემანუელ მაკრონი

ეს პერსონა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მეგობარი ევროპული ქვეყნები გააფრთხილა, რომ ალიანსის დაცვის საკითხებში მათ აშშ-ის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ.  
„ამჟამად განვიცდით ნატოს გონებრივ კვდომას“, - უთხრა მაკრონმა ბრიტანულ The Economist-ს.
ასევე მაკრონს ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ ჯერ კიდევ ძალაშია ნატოს მეხუთე მუხლი, რომლის თანახმად, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა სხვა დანარჩენ წევრებზე თავდასხმად ითვლება.  
„არ ვიცი“, - უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, აშშ-მ მოკავშირეებს ანიშნა, რომ მათ „ზურგი აქცია“. მაკრონის აზრით, ამას ადასტურებს დონალდ ტრამპის მოულოდნელი გადაწყვეტილება სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან ჯარის გაყვანის შესახებ, რომელიც მოკავშირეებთან განხილული არ ყოფილა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა ნატოს წევრების რეაქციით ალიანსის სხვა წევრის -თურქეთის მოქმედებებზე სირიის ჩრდილოეთში. მისი თქმით, ევროპამ უნდა შეწყვიტოს, აშშ-ის უმცროსი მოკაშირესავით მოქცევა, როცა საქმე შუა აღმოსავლეთს ეხება.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top