ამერიკის 8 ელჩი საქართველოში

ეს პერსონა

საქართველოს ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან ოფიციალური ვაშინგტონის მიერ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან აშშ-მ საქართველოს დიდი პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ვინ იყვნენ აშშ-ს ელჩები საქართველოში, როგორ გააგრძელეს შემდეგ მოღვაწეობა  და რომელი ფრაზით დაამახსოვრეს ქვეყანას თავი,  ვრცლად ქვემოთ იხილავთ.

1992 წლიდან 1995 წლამდე კენთ ბრაუნი საქართველოში აშშ-ს ელჩი იყო 

ის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ელჩი იყო. 

ფრაზა: „ედუარდ შევარდნაძე მე -20 საუკუნის გამორჩეული მოღვაწე იყო“ 

ვილიამ ქორთნი 1995 წლის სექტემბერიდან, 1997 წლამდე ასრულებდა ელჩის მოვალეობას 

საქართველოს შემდეგ ქორთნი ყაზაყეთის ელჩი გახდა.  მონაწილეობდა ჟენევის ბირთვულ კოსმიურ მოლაპარაკებებში. ასევე იყო დელეგეციის თავმჯდომარე ბირთვული იარაღის უსაფრთხოების,დაცვისა და  განადგურების საკითხებში. იყო საგარეო საბჭოს წევრი,1999 წლიდან. ასევე არის დიპლომატიური აკადემიის საბჭოს და ვაშინგტონის მსოფლიო საქმეთა საბჭოს წევრი

ფრაზა: "საქართველომ ბევრი  მიმართულებით შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია. მიგვაჩნია, რომ კანონის უზენაესობის გაძლიერება საქართველოს მთავრობას შინ მეტ ლეგიტიმურობას შესძენს, საზღვარგარეთ კი აამაღლებს ქვეყნის რეპუტაციას.“

კენეტ იალოვიცი 1998-2001 წლებში მოღვაწეობდა საქართველოში ელჩად

იალოვიცი ყოფილი დიპლომატი, აშშ- საგარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, Dickey -ს საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის დირექტორი და  პროფესორი გახლავთ. მან 2000  წელს მშვიდობისმყოფელთა, რობერტ ფრეშის პრემია მიიღო. ამჟამად არის საგარო ურთიერთობათა საბჭოს  წევრი.

ფრაზა: "საქართველოში მესიების ერა უნდა დამთავრდეს და მთავრობამ ქვეყანა დამოუკიდებლად მართოს“

2002-2005  წლებში აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი იყო

2005 წლიდან მაილსმა სახელმწიფო დეპარტამენტის სამსახურში გააგრძელა  მუშაობა. 2006 წლის დეკემრამდე ხელმძღვანელობდა მსოფლიო ლიდერთა გაერთიანებულ  ცენტრს. 2015 წლიდან ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლად გაგზავნეს ყირგიზეთში. ის სექტემბერში ვაშინგტონში დაბრუნდა და პენსიაზე გავიდა.
ფრაზა:  "დუარდ შევარდნაძემ საქართველოსთვის ბევრი გააკეთა და ხელი შეუწყო მის დემოკრატიულ განვითარებას. არ ვამბობ რომ ყველაფერი უნაკლო იყო, უნაკლო დემოკრატია არ არსებობს, მათ შორის არც ამერიკაში".

ჯონ ტეფტი  2005-2009 წლებში გახლდათ ელჩი 

2013 წლის 3 აგვისტოს ბარაკ ობამამ  უკრაინაში ელჩად წარადგინა, 2014 წელს კი ობამას გადაწყვეტილებითვე იგი რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პოზიციაზე გახლდათ წარდგენილი.  31 ივლისს  სენატმა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ფრაზა : „საქართველოს ბიბლიისა და ღმერთის გარეშე მართვა შეუძლებელია„

ჯონ ბასი 2009-2012 წლებში ასრულებდა ელჩის მოვალეობას

2017 წლის ივლისში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჯონ ბასი  ავღანეთში შეერთებული შტატების ელჩად წარადგინა, სექტემბერში კი ის სენატმა თანამდებობაზე დაამტკიცა. მალევე  თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ჯონ ბასის ლეგიტიმაციას თურქეთი არ ცნობს.
ფრაზა: "ძალიან ძნელია ამ უმშვენიერესი და მიმზიდველი ქვეყნის დატოვება. შეიძლება ვინმემ იფიქროს რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი პოლიტიკაა, მაგრამ ვფიქრობ, ეს იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად ძლიერად აღელვებს ამ ხალხს თავისი მომავალი.“

რიჩარდ ნორლანდი 2013 – 2016 წლები  
ნორლანდი საქართველოში ბარაკ ობამამ წარადგინა და სენატმა 2012 წელს დაამტკიცა. იგი  ჯონ ბასის შემცვლელად მოევლინა საქართველოს. 2019 წლის 2 აპრილს პრეზიდენტმა ტრამპმა  ლიბიის ელჩად წარადგინა. 1 აგვისტოს მისი კანდიდატურა სენატმა დაადასტურა და  8 აგვისტოდან ლიბიის სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებს.

ფრაზა : „გამგზავრებამდე დარჩენილ  თვეებში ჩემთვის კვლავ პატივი იქნება, გავაკეთო ყველაფერი აშშ-საქართველოს ურთიერთობის გასაღრმავებლად.“

იან კელი 2016 -2018 წლები

იან კელიმ  33 წლიანი დიპლომატიური კარიერა  დაასრულა. ამის შესახებ კელიმ  2018 წლის 22 თებერვალს განაცხადა. იგი კარიერას ჩიკაგოში Northwestern University-ში ლექტორის რანგში განაგრძობს. 
იან კელიმ საქართველოში სამ წლიანი მოღვაწეობის შემდეგ განაცხადა რომ   „საქართველო  განსაკუთრებული ქვეყანაა„.


 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top