გაეცანით გმირ-კატა გაბუტელას, რომელმაც თოთო ბავშვი სიკვდილისგან იხსნა

ეს პერსონა

ვინ თქვა, რომ კატებს მხოლოდ საკუთარი თავები აინტერესებთ? ამას კატეგორიულად არ ეთანხმება კოლუმბიელი ფისო გაბუტელა.
ამბავი ბოგოტაში მოხდა. 27 წლის დიანა ლორენა ალვარესმა ოფისში ერთი წლის შვილთან, სამუელთან  ერთად მივიდა. როცა ქალმა ბავშვი დააძინა, მან გადაწყვიტა, ცოტა ხნით საკუთარი საქმეებისთვის მიეხედა.
გარკვეული დროის შემდეგ დიანა მიხვდა, რომ ბავშვი საწოლიდან გადმოგორდა და მასთან ასვლა გადაწყვიტა. ნანახმა ქალი შოკში ჩააგდო.
 როგორც აღმოჩნდა, სამუელი  ქვედა სართულზე მიმავალი კიბისკენ მიცოცავდა. ეს არ გამოეპარა სიამის კატა გაბუტელას, რომელმაც ბავშვს გზა გადაუკეტა და მედგრად იდგა იქამდე, სანამ სამუელი უკან არ გაბრუნდა. სწორედ ამის მომსწრე გახდა ბავშვის დედა, ფარული კამერით აღბეჭდილი გმირობის კადრები Cat Adoption in Bogota Foundation-ის ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top