10 ლეგენდარული მუსიკოსი, რომელიც 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ეს პერსონა

მისტიური რიცხვი 27- ამ ასაკში მსოფლიომ ბევრი ლეგენდარული მომღერალი დაკარგა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა აღნიშნული სტატისტიკა შეამჩნიეს, შეიქმნა ე.წ. "კლუბი 27". წარმოგიდგენთ 10 ცნობილ მუსიკოსს, რომელიც 27 წლის ასაკში დაიღუპა. 

1. ჯიმ მორისონი 

ჯეიმზ დაგლას მორისონი, ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პოეტი, 27 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. 

2. ჯიმი ჰენდრიქსი
ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი 27 წლის ასაკში დაიღუპა. მუსიკოსმა ალკოჰოლთან ერთად საძილე აბები მიიღო, რაც ლეტალური შედეგით დასრულდა.

3.ჯენის ჯოპლინი

გამორჩეული  როკ-მომღერალი ჯენის ჯოპლინი ჰეროინის ზედოზირებით გარდაიცვალა.

4. კურტ კობეინი 
ცნობილი როკ ბენდის "ნირვანას" სოლისტი , კურტ კობეინი 1994 წლის 8 აპრილს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

5. ემი უაინჰაუსი

ბრიტანელი სოულ, ჯაზ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი ემი ჯეიდ უაინჰაუსი 2011 წელს გარდაიცვალა. ის ალკოჰოლით ინტოქსიკაციამ იმსხვერპლა.

6.ბრაიან ჯონსი

ლეგენდარული  "როლინგ სთოუნზის" ერთ-ერთი დამაარსებელი და გიტარისტი საკუთარ საცურაო აუზში დაიხრჩო. ის გიტარისტი, ბექ-ვოკალისტი და მულტიინსტრუმენტალისტი გახლდათ.

7. ლესლი ჰარვი

შოტლანდიური ბლუზ როკ ჯგუფის Stone the Crows-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, ლესლი ჰარვი 1972 წელს ტარგიკულად დაიღუპა. ქალაქ სუონსიში, წვიმიან ამინდში კონცერტის დროს  მიკროფონს შეეხო და დენმა დაარტყა. 

8. რობერტ ჯონსონი

ამერიკელი ბლუზ- მომღერლის რობერტ ლეროი ჯონსონის ცხედარს 1938 წელს, მისისიპის შტატის ქალაქ გრინვუდში მიაკვლიეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. 

9. კრის ბელი 
ცნობილი როკ ბენდის, Big Star-ის ვარსკვლავი კრის ბელი 1978 წელს ავტოავარიაში დაიღუპა.

10. დეივ ალექსანდერი

დეივიდ ალექსანდერი  The Stooges-ის ბასისტი 1975 წელს პნევმონიითა და მწვავე პანკრეასით გარდაიცვალა.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top