იერემია წამალაიძის გარდაცვალების ახალი გარემოებები

ეს პერსონა

დღეს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს ბერძნული ეკლესიის ეპისკოპოსი, იერემია წამალაიძე. სინოდისგან განდგომილი სასულიერო პირის სიკვდილს ახლობლები, ეკლესიის მხრიდან მის დევნას უკავშირებენ. იერემია სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალიძის შვილია. შვილის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, სწორედ ქრისტეფორემ მოითხოვა საერო კრების ჩატარება და ეკლესიაში არსებული პრობლემების განხილვა. 

ეპისკოპოსი ქრისტეფორე იმ წერილის მთავარი ადრესატია, რომელითაც 30 წლის წინ, მეუფე ზოსიმე სემინარიის სტუდენტებმა სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს. სინოდის მხრიდან მუქარასა და დევნაზე საუბრობს მამა გიორგი სხილაძეც, რომელმაც მეუფე ზოსიმეს ბრალდებები წაუყენა. სასულიერო პირმა, ოჯახის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველო წამალაიძის გარდაცვალების შემდეგ დატოვა. ახლობლები იხსენებენ, რომ წლების წინ, ქრისტეფორე წამალიძეს მანქანა აუფეთქეს, მისი ცოლი კი დაჭრეს. 

2
3
11
11
9
კომენტარები
ეს პერსონა
Top