რა ღირდა "რაინეარით" მგზავრობა მარსელიდან ქუთაისამდე?

ეს პერსონა

„გილოცავთ, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია Ryanair საქართველოშია და პირველი რეისი შეასრულა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში!!!“ - „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან „ფეისბუკ“-ჩართვაში მოქალაქეებს Ryanair-ის პირველი რეისის შესრულება ამცნო.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბალბიუჯეტიანმა ირლანდიურმა ავიაკომპანიამ „რაინეარმა“ (Ryanair) ოპერირება დაიწყო. ​ კომპანიის პირველი რეისი მარსელი-ქუთაისი შესრულდა. ერთი მიმართულების ბილეთების ფასები საშუალოდ 35-150 ლარამდე მერყეობს.

ახალი მიმართულება ქუთაისი-ბოლონია 9 ნოემბრიდან დაემატება. რეისი კვირაში 2-2 სიხშირით შესრულდება.

ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ, თუმცა მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს წარმატებით დასრულდა.

„ "რაინეარი“ საქართველოში ნიშნავს მეტ ევროპელ ტურისტს, ასევე ხელმისაწვდომ ფრენებს და საქართველოს ბევრი წარმატება ელოდება. ამ კომპანიის შემოსვლით ეკონომიკასა და ტურიზმში ახალი ეტაპი იწყება. გაიზრდება როგორც ფრენების მიმართულება, ასევე ქალაქების, საიდანაც ჩამოიყვანს ტურისტს, როგორ თბილისში, ასევე ქუთაისში. ასევე გაიზრდება სიხშირე, რაც მისცემს შესაძლებლობას მეტი ტურისტი მოვიდეს და მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ იმოგზაუროს ევროპაში“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

 

 

 

 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top