"ხელოვნებაში ყველა თავის აზრს გამოხატავს ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის. ეს უფლებაც, როგორც ის უფლება, რომ რაღაც არ მოგწონდეს და გააპროტესტო, გარანტირებულია"-არჩილ თალაკვაძე

ეს პერსონა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა რეაქციაში, განაცხადა, რომ  ფილმს, And Then We Danced-ს ნახავს. 

"ხელოვნებაში ყველა თავის აზრს გამოხატავს ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის. ეს უფლებაც, როგორც ის უფლება, რომ რაღაც არ მოგწონდეს და გააპროტესტო, გარანტირებულია", — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ლევან ვასაძე და ჰომოფობიური ჯგუფების სხვა ლიდერები, გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე,  And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან. გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც თავს ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარეს უწოდებს, ამბობს, რომ თუ პოლიცია მათ "ხელს შეუშლის" სეანსის ჩაშლაში, პასუხად პოლიციას შეუშლიან ხელს, რომ ფილმის ჩვენების დაცვა ვერ შეძლონ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰომოფობიური ჯგუფები ფიზიკური დაპირისპირებით იმუქრებიან მათ შორის პოლიციასთან. იგივე მოწოდებები ისმოდა 17 მაისისა და თბილისი პრაიდის წინა პერიოდში.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top