ახლადდანიშნულმა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ ვლადიმერ ზელენსკის რწმუნებათა სიგელები გადასცა

ეს პერსონა

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებზე, თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

საუბარი ასევე შეეხო სუამ-ში უკრაინის თავმჯდომარეობას და მაღალ დონეზე დაგეგმილი ღონისძიებებისთვის მზადებას.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top