ტოპ 10 ფობია

ეს პერსონა

1.ერგოფობია - სამუშაოს შიში.

2. აკრიბოფობია - შიში იმისა, რომ წაკითხულის გააზრებას ვერ შეძლებთ. დაავადების პროგრესირების შემთხვევაში, არის რისკი შიზოფრენიის განვითარების. ამ დროს პაციენტი უჩივის ფრაზების ნაწილებად, ხმოვნებად და თანხმოვნებად დაყოფას.

3. ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია - თავად სიტყვა გვეუბნება არსს, ეს არის შიში გრძელი სიტყვების.

4. დოროფობია - შიში საჩუქრების კეთების ან მიღების, რომელიც დაფუძნებულია ბავშვობისდროინდელ კომპლექსებზე.

5. კომპუნოფობია - ღილების შიში. 75 000-დან 1 ადამიანი  იტანჯება ამ ფობიით.  მათთვის არაა რეკომენდებული მულტფილმ "კორალინა კოშმარების სამყაროში" -ს ყურება, რადგან სანახაობა ნამდვილ კოშმარად გადაიქცევა.

6.  ლაკანოფობია - ბოსტნეულის შიში. ამ ფობიით დაავადებულს შესაძლოა  გულისრევის შეგრძნება გაუჩნდეს ბოსტნეულის დანახვისას, ასევე თავბრუსხვევა, აჩქარევბული სუნთქვა.

7. ჭიპის ფობია - ამ დროს ადამიანს ეშინია თავის ჭიპთან შეხების, გარდა შეხებისა, შეხედვაც საკმარისია ნეგატიური ემოციების გასაღვიძებლად. აღნიშნული შიში დაკავშირებულია იმ ასოციაციასთან, რაც მშობიარობის დროს ხდება.

8. ომბროფობია - წვიმის შიში, რომელიც პანიკურ შეტევაში შეიძლება გადაიძარდოს. ესეც ბავშვობიდან მომდინარეობს, როცა მას ამ დროს უკრძალავდნენ გარეთ გასვლას და გაციებასთანაა გაიგივებული. ასევე, წვიმა დეპრესიასთან არცთუ იშვიათად ასოცირდება.

9. პენტერაფობია - სიდედრის შიში, რომელიც განპირობებულია მრავალი ანეგდოტითით, ამ დროს ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია სიდედრთან კომუნიკაცია.

10. პაპაფობია - შიში რომის პაპისადმი - ეს ფობია ძალიან იშვიათი მოვლენაა და დაკავშირებულია იეროფობიასთან ( სასულიერო მსახურებთგან ან რელიგიურ მოღვაწეებთან კონტაქტის შიში). აღნიშნული, განპირობებულია, პაპთან ტრავმული დამოკიდებულებით. 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top