ცნობილი რეპერი T.I. თავის შვილს ქალიშვილობის შესამოწმებლად გინეკოლოგთან ყოველ წელს დაყვება

ეს პერსონა

ამერიკელი რეპერი T.I. არასდროს გამოირჩეოდა სამაგალითო ქცევებით და პოპულარობის მოსახვეჭად არაერთ სკანდალში გაეხვა. თუმცა დღევანდელმა სიტყვებმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, რეპერი 18 წლის შვილს  საკმაოდ მკაცრად ზრდის. ერთ-ერთ ინტერვიუში  რეპერს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ  საუბრობს შვილთან ინტიმურ თემებზე.

"ჩვენთან ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა. ჩვენ არამხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ ყოველწლიურად დავდივართ გინეკოლოგთან, რომ გავსინჯოთ საქალწულე აპკის მთლიანობა." -განაცხადა 39 წლის რეპერმა და დაამატა " მას შემდეგ რაც შვილი სადღესასწაულო წვეულებაის შემდეგ დაბრუნდა, მე  მას კარზე გავუკარი წარწერა, რომ ხვალ 9:30-ზე ვიზიტი აქვს გინეკოლოგთან."

მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო წესებიდან გამომდინარე ექიმი ვალდებულია არ გაასაჯაროვოს ინფორმაცია პაციენტის შესახებ, რეპერი  შვილისგან მაინც იგებს ამას.

რეპერმა სიამაყით აღნიშნა:

 "ის 18 წლისაა და ის ხელუხლებელია." 

რეპერის ამ განაცხადებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათი თქმით მისი ქმედებები დესპოტურია.

 

 

ტეგები:
0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top