"Self-Partnered" - აჟიოტაჟი სოციალურ ქსელში

ეს პერსონა

ემა უოტსონმა, ბრიტანულ Vogue-თან ინტერვიუში, გულახდილად ისაუბრა საკუთარ თავზე და 30 წლის იუბილეზე, რომელსაც მომდევნო წლის აპრილში აღნიშნავს. მისი თქმით, ადრე არ ესმოდა რატომ ღელავდნენ ადამიანები ასაკზე, თუმცა ახლა თავად განიცდის შფოთვას.

" თუკი თქვენ არ ააშენეთ სახლი, თუ არ გყავთ ქმარი და შვილი, თქვენ გისრულდებათ 30 წელი და თქვენი კარიერა  საკმარისად სტაბილური არაა - ყველაფერი ეს იწვევს საშინელ შფოთვას."

თუმცა, ამასთან ერთად, მან დაამატა, რომ შესაძლებელია ადამიანი იყოს მარტო და იყოს ბედნიერი.

" მე ვეძახი ამას იყო საკუთარ თავთან ურთიერთობაში - იარო შეხვედრებზე და ამავე დროს არავის ხვდებოდე."  მისმა ტერმინმა «self-partnered» უკვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სოციალურ ქსელში. გაჩნდა ჰეშთეგიც #SelfPartnered, სადაც გამოხატავენ აზრს, ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით. 

 

My FULL @BritishVogue interview with @parislees: https://t.co/gR21lMsd1T @LittleWomen pic.twitter.com/KxwcY3LFxN

— Emma Watson (@EmmaWatson) November 7, 2019
ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top