მიწისძვრას ირანში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ეს პერსონა

ირანის ჩრდილო-დასავლეთით მიწისძვრას ოთხი ადამიანი ესმხვერპლა. ინფორმაციას, სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით, France24 ავრცელებს. 

5.9 მაგნიტუდის მიწისძვრისას 70 ადამიანი დაშავდა. სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ თავრიზიდან 160 კილომეტრში დაფიქსირდა. 

უკანასკნელ წლებში ირანში მიწისძვრებს მნიშვნელოვანი ზარალი მოჰყვა. 2012 წელს 300 ადამიანი დაიღუპა, 2005 წელს კი მიწისძვრას 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ტეგები:
წყარო: France press
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top