ტრამპი 2 მილიონი დოლარით დაჯარიმდა

ეს პერსონა

ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მიზეზად საკუთარი საქველმოქმედო ფონდის პოლიტიკური საჭიროებებისთვის გამოყენება დასახელდა. 

The New-York Times-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ოფისმა ტრამპის ფონდზე სარჩელი შეიტანა. პროკურატურამ დაამტკიცა, რომ ტრამპი უკანონოდ დათანხმდა ფონდის თანამშრომლობას ვეტერანტთა ორგანიზაციებთან.  

"ღონისძიება ორგანიზებული იყო ტრამპის სამომავლო პოლიტიკური კამპანიისთვის" - ამბობს მოსამართლე სალიან სკარპულა. აღნიშნული ჯარიმით, რომელსაც დონალდ ტრამპი გადაიხდის, თანაბრად დაფინანსდება 8 საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელთა შორისაცაა უფასო სასადილოები, თავშესაფრები, აფროამერიკელთა კოლეჯი და მემორიალური მუზეუმში ჰოლოკოსტზე.

წყარო: The New-York Times
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top