სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან გამშვები პუნქტების გახსნას მიესალმება

ეს პერსონა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საოკუპაციო ხაზთან გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებას ეხმაურება.

„მივესალმები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მოწოდებას - საოკუპაციო ხაზთან გაიხსნას ყველა გამშვები პუნქტი. საერთაშორისო საზოგადოებისადმი ჩემი გუშინდელი მიმართვის შემდეგ, ვიმედოვნებ, რომ ეს პოზიტიური პროგრესი იქნება ადამიანის უფლებათა დაცვისთვის”- წერს პრეზიდენტი “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე.

I welcome the call by the Geneva International Discussions Co-Chairs to re-open all crossing points on the occupation line. Following my address to the international community yesterday, I hope for positive progress, for the protection of human rights.

— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 7, 2019

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები საქართველოში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top