ლევან კობიაშვილი უერთდება კამპანიას "კაცები ზრუნავენ"

ეს პერსონა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ აქტიური მხარდამჭერი, ლევან კობიაშვილი უერთდება მარშს "ნაირობისკენ". მისი თქმით ფეხბურთი თანასწორი თამაშია და იგი მომხრეა, რომ გოგონებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სპორტის ამ სახეობაში : "მჯერა, რომ ფეხბურთი თანასწორი თამაშია და მსურს, რომ გოგოები და ბიჭები თანაბრად იყვნენ ჩართულნი ამ თამაშში. ასეა ოჯახშიც - მამაკაცები და ქალები თანაბრად უნდა მონაწილეობდნენ ოჯახის კეთილდღეობაზე, ზრუნვასა და შვილების აღზრდაში" - ამბობს ლევან კობიაშვილი ვიდეომიმართვაში. 

"კაცები ზრუნავენ" ახალი კამპანიაა, რომელიც: პასუხისმგებლობების და ვალდებულებების თანაბარი განაწილება, გენდერული თანასწორობა, მზრუნველობა და ჯანსაღი გარემოს შექმნა - ამ იდეების გარშემო კაცების გაერთიანებას ისახავს მიზნად. 

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ აჩვენა, რომ საქართველოში გენდერული როლები არათანაბრადაა გადანაწილებული.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top