ცნობილი დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა

ეს პერსონა

დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი საფრანგეთში გარდაიცვალა. ის გახლდათ მოდის სახლ Louis Vuitton-ის დამფუძნებლის შვილიშვილი.

68 წლის დიზაინერის სიკვდილის მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის. მოდის სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პატრიკ-ლუიმ გააგრძელა ოჯახური ტრადიცია, როდესაც Louis Vuitton-ის  ბრენდს, 1973 წელს, სამუშაოდ შეუერთდა.

მოდის სახლი Louis Vuitton, 1854 წელს, საფრანგეთში დაარსდა. ბრენდი სპეციალიზდებოდა ჩემოდნების, ჩანთების, მოდური ტანსაცმლის, პარფიუმერიისა და ლუქს კლასის აქსესუარებზე.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top