მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთვება

ეს პერსონა

ამერიკელი მილიარდერი, მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. 
ბიზნესმენი ფიქრობს, რომ საარჩევნო კამპანიაში დემოკრატიული პარტიის სახელით ჩაერთოს.
ბლუმბერგის პრესსპიკერის განცხადებით, ამ დროისთვის ცნობილი 17 კანდიდატიდან არცერთს ძალუძს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის,  დონალდ ტრამპის დამარცხება. მათ შორისაა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრემიერი ჯო ბაიდენი, მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეთ უორენი და ვერმონტის სენატორი ბერნი ანდერსი.
მილიარდერი დონალდ ტრამპის დასამარცხებლად 500 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს.
ვინ არის მაიკლ ბლუმბერგი?
77 წლის ბიზნესმენი ცნობილია, როგორც Bloomberg LP-ის დამფუძნებელი. კომპანია მომხმარებლებს მსოფლიოს ყველა ბირჟაზე არსებული ფასებისა და მონმაცემების სტრუქტურირებულ ინფორმაციას სთავაზობს.  მისი ერთ-ერთი პროდუქტის, Bloomberg Terminal -ის საშუალებით ხორციელდება ტექნიკური ანალიზი, ინვესტიციების ალტერნატიული ვარიანტების შეფასებები, ასევე პროგნოზირება და რისკების მინიმიზაციის მოდელირება.
Bloomberg-ის  სისტემის პოპულარობაზე ის ფაქტი მიანიშნებს, რომ ფინანსური ბაზრების 32 000-ზე მეტი პროფესიონალი მონაწილე Bloomberg Professional-ის მომსახურებას იყენებს. კომპანია Bloomberg L.P. 22.5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
გარდა წარმატებული ბიზნესკარიერისა, ბლუმბერგი 2002 – 2013 წლებში ნიუ-იორკის მერის თანამდებობას იკავებდა.
ამჟამად „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში ბლუმბერგი მე-9 ადგილს იკავებს. მისი ქონება 55.5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
 

US election 2020: Michael Bloomberg mulls presidential bid https://t.co/6gG9FGtCcO

— BBC News (World) (@BBCWorld) November 8, 2019
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top