ვინ იყო ბათუმში მშენებლობაზე გარდაცვლილი 23 წლის ახალგაზრდა - ვიდეო

ეს პერსონა

ბათუმში უბედურ შემთხვევას 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. იგი კიროვისა და ბესიკის ქუჩე­ბის კვეთაში სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა, რა დროსაც მეათე სართულიდან გადმოვარდა. გარდაცვლილი 23 წლის ანრი მახარობლიძეა, რომელიც ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათიდან იყო.

ახლობლების ინფორმაციით, მახარობლიძე დაზიანებულ ამწეზე თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, ანრისთან მყოფმა მამაკაცმა მეათე სართულის აივანზე გადახტომა მოასწრო, რის შედეგადაც სიკვდილს გადაურჩა.

ახლობლები ამბობენ, რომ ანრი მახარობლიძე ახალი დაოჯახებული იყო. მათი თქმით, ახალგაზ­რდას ქორწილი ორი თვის წინ ჰქონდა. იგი მეუღლემ და ახლობლებმა გარდაცვლილი უკვე კლინიკა "მედცენტრში" ნახეს, სადაც მშენებლობიდან ჩამოვარდნის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

წყვილის ქორწილის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა:

5
1
3
77
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top