37 დაღუპული, 60 დაშავებული, ათობით დაკარგული - სისხლიანი თავდასხმა ბურკინა-ფასოში

ეს პერსონა

ბურკინა-ფასოში, ოქროს მომპოვებელ შახტზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 37 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი 60-ს აღწევს, ხოლო შახტის ათობით თანამშრომელი დაკარგულად ითვლება.
როგორც შახტის მფლობელმა კანადურმა კომპანიამ Semafo-მ განაცხადა, გუშინ კომპანიის 5 ავტობუსს, რომელიც სამხედრო დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა, შახტისკენ მიმავალ გზაზე ცეცხლი გაუხსნეს.
ამ დროისთვის თავდამსხმელთა ვინაობა  დაუდგენელია, თუმცა ცნობილია, რომ ბურკინა ფასოს ხელისუფლება ისლამისტების დაჯგუფებებს ებრძვის ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში.
 

At least 37 people were killed in Burkina Faso after gunmen ambushed an employee transport convoy of Quebec-based gold mining company Semafo https://t.co/fB6g3ShlC3 pic.twitter.com/HrEG843yjy

— Reuters (@Reuters) November 8, 2019
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top