დასავლეთ გერმანიის ყოველი მეექვსე მოქალაქე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ნამყოფი არაა

ეს პერსონა

ბერლინის კედლის დანგრევის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა Infratest Dimap-მა გამოკითხვა ჩაატარა. 

10 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ გერმანელთა რიცხვი, რომლის აზრით, გერმანიის გაერთიანებამ მათ უპირატესობები მიანიჭა, 7 %-ით დაიკლო და 60%-ს შეადგენს. 2009 წლის გამოკითხვაში კმაყოფილ რესპოდენტთა რაოდენობა 67%-ს აღწევდა.

საპირისპირო დინამიკა ვლინდება დასავლეთ ევროპელ რესპოდენტთა  გამოკითხვაში. 56%-ის აზრით, გერმანიის გაერთიანებამ მათ უპიორატესობები მიანიჭა, რაც 5%-ით აღემატება 2009 წლის მონაცემებს.  

ასევე გაირკვა, რომ 30 წლის განმავლობაში დასავლეთ გერმენელები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში საშუალოდ 17-ჯერ არიან ნამყოფები (აქ არ შედის ბერლინში მოგზაურობა), აღმოსავლეთ გერმანელების შემთხვევაში საშუალო მაჩვენებელი 68-ს აღწევს.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოსახლეობის მხოლოდ 2% არაა ნამყოფი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ანალოგიურად დასავლეთგერმენლთა 17% არასდროს არ სტუმრობდა ბერლინის კედლის აღმოსავლეთით მდებარე მიწებს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top