სანდრო ბრეგაძე: საქართველოს მოსახლეობას ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ფილმის ჩვენება არ შედგება

ეს პერსონა

"ქართული მარშის" წევრების საპროტესტო აქცია ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" წინააღმდეგ 14:00 საათზე დაიწყება. როგორც სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, "ქართული მარშის" წევრები და მხარდამჭერები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და კინოთეატრ "ამირანში" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩვენებას მშვიდობიანად გააპროტესტებენ. ბრეგაძე საზოგადოებას ჰპირდება, რომ ფილმის ჩვენება არ შედგება. მისივე თქით, აქტივისტები აპირებენ, რომ კინოთეატრ "ამირანის" შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი შექმნან, „სირცხვილის კორიდორი" გააკეთონ და მაყურებლებს არ მისცენ ფილმის ჩვენებაზე შესვლის საშუალება.

"16:00 საათზე დაიწყება "ქართული მარშის" საპროტესტო აქცია, რომელიც მიმართული იქნება გეი პროპაგანდისტური ფილმის ჩვენების წინააღმდეგ. ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ფილმის ჩვენება არ შედგება. ჩვენ ვიმოქმედებთ აბსოლუტურად მშვიდობიანად", - განაცხადა ბრეგაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ  ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top