ავსტრალიაში უპრეცედენტო რაოდენობის ხანძარი მძვინვარებს

ეს პერსონა

ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში უპრეცედენტო რაოდენობის ტყის ხანძარი მძვინვარებს. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობამ განაცხადა.
შტატში ხანძრის 90-ზე მეტი კერაა გამოვლენილი. ძირითადად ცეცხლი მოდებულია გვალვისგან დაზიანებულ ტერიტორიებზე. მდგომარეობას ართულებს ძლიერი ქარი და 35-გრადუსიანი სიცხე.
ხელისუფლებამ ხალხს თავშესაფრის მოძიებისკენ მოუწოდა.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქუინსლენდსა და კუნძულის დასავლეთ ნაწილში.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top