"ფილმის შემოქმედებით ჯგუფს და ორგანიზატორებს, ალბათ რაღაც აქვთ დასამალი" - დიმიტრი ლორთქიფანიძემ "ამირანთან" პოლიცია გამოიძახა

ეს პერსონა

ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ კინოთეატრ „ამირანთან“ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ლორთქიფანიძის განცხადებით, საეჭვოა ის გარემოება, რომ  "აფიშა საერთოდ არ არის გამოკრული."

„ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ აფიშა საერთოდ არის გამოკრული. დაახლოებით 10 აფიშაა გამოკრული სხვადასხვა ფილმების და არც ერთი იმ ფილმისა, რომელიც დღეს 20:00 საათზე უნდა გავიდეს. ჩვენ დავინტერსდით მიზეზით და მიზეზი ვერავინ აგვიხსნა. ახლა დავაფიქსირებ დარღვევას 112-ით გამოძახებული ეკიპაჟის წინაშე. ცენტრალურ აფიშაზე დატანებული უნდა იყოს სეანსში მონაწილე პირთა ასაკობრივი ცენზი. როცა საჯარო სივრცეში არ არის აღნიშნული გრიფირება გამოტანილი, ეს მეტყველებს, რომ ამ ფილმის შემოქმედებით ჯგუფს და ორგანიზატორებს, ალბათ, კინოთეატრის ხელმძღვანელობასაც, აქვს რაღაც დასამალი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ [And Then We Danced] პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top