უკრაინიდან შემოტანილ ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა გამოვლინდა

ეს პერსონა

ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობითვე, შემთხვევა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ დაფიქსირდა. 

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის პორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში (23380კგ.) სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა.

„საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა“, - არნიშნულია  შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

0
2
5
3
8
კომენტარები
ეს პერსონა
Top