პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში მილიარდერთა ჯამური შემოსავალი შემცირდა - ის 8.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს

ეს პერსონა

2018 წელს მილიარდერთა ჯამური შემოსავალი 338 მილიარდი დოლარით შემცირდა და 8.5 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
UBS-ისა და PwC-ის კვლევის მიხედვით, კლების დინამიკა პირველად დაფიქსირდა ბოლო სამი წლის განმავლობაში და უკავშირდება ამერიკული დოლარის გაძლიერებას, ასევე მსოფლიო ბაზარზე სავაჭრო უთანხმოებებსა და დაბალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინებს.
ყველაზე მეტად აზიელი მილიარდერები დაზარალდნენ. 2018 წლის ბოლოსთვის მათი ჯამური ქონება 8%-ით შემცირდა და 982 მილიარდი დოლარი შეადგინა. აშშ-ის მილიარდერთა საერთო შემოსავალი 3.1 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული.
კვლევის თანახმად, 2018 წელს მსოფლიოში კიდევ 589 ადამიანი გახდა მილიარდერი და მათი საერთო რაოდენობა 2101-ს შეადგენს.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top