10 ყველაზე გენიალური და უცნაური კონტრაბანდისტი ისტორიაში

ეს პერსონა

რაკანონიერი საქონლის გადატანა საზღვარზე, ყველაზე სახიფათო თუმცა საკმაოდ სარფიანი საქმეა. ცდუნება დიდია ამიტომ, სამართალდამრღვევები მესაზღვრეებისთვის გვერდის ასავლელად, უფრო და უფრო საინტერესო ხერხებს მიმართავენ.

 

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე გენიალურ კონტრაბანდისტს მსოფლიოში:

1. თამბაქო და ფილტრიანი სიგარეტი. უკრაინაში ხე- ტყის მასალის შემოწმებისას, რომელიც 27 ტონას შეადგენდა, 55 ხის მორი აღმოაჩინეს. მათში  მოთავსებული იყო  25 000 კონტრაბანდული სიგარეტის კოლოფი რომელიც ხის მასალასთან ერთად, მატარებლით გადაჰქონდათ. საოცარია ამდენ ხის მორს შორის, როგორ შეძლეს მესაზღვრეებმა აღმოეჩინათ სიგარეტი და კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ შეძლეს სიგარეტის შიგნით მოთავსეა კონტრაბანდისტებმა? 

2. ოქრო მანჟეტებში. ერთ-ერთ აეროპორტში, დაიჭირეს მამაკაცი, რომელიც პერაგის მანჟეტებში ოქროს მალავდა. მის მსგავსად ბანგლადეშის აეროპორტში დაიჭირეს მამაკაცი, რომელიც  პერანგის მანჟეტებთან ერთად 2,5 კგ სუფთა ოქროს ფეხსაცმელში მალავდა. იმის გამოთვლა თუ რა ღირებულების იყო კონტრაბანდული  ოქრო, თქვენთვის მოგვინდია.

3. საოცარი ოჯახი. ერთი შეხედვით ოჯახი, რომელიც საზღვრის გადაკვეთას მანქანით შვილებთან ერთად ცდილობს ეჭვს არ იწვევს. თუმცა მესაზღვრეების მოტყუება არც ისე ადვილი საქმეა. მანქანის საბარგულზე რამდენიმე უწყინარი ნაკაწრი, შესაძლოა მათთვის დეტალური დათვალიერების საბაბი გახდეს.  ეჭვი უსაფუძვლო არ აღმოჩნდა და მანქანის შიდა ნაწილში დიდი ოდენობით ნაღდი ფულის 26  შეკვრა აღმოაჩინეს.

4. ციხე და დრონი.  თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს დამნაშავეები, არაკანონიერ საქმეებში ხშირად იყენებენ. სამართალდამცავებს უკვე უწევთ ყურადღება დრონებზე გაამახვილონ, რაგდან ამ აპარატით ციხეებში კონტრაბანდის გადატანა, საკმაოდ პოპულარული გახდა . დღეისთვის უკვე მოქმედებს სამსახური, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეებზე მუშაობს. ციხეში დრონით კონტრაბანდის შეტანა პირველად 2016 წელს დაფიქსირდა.

5. რეპტილიები.  ეგზოტიკური ცხოველები და განსაკუთრებთ რეპტილიები, საკმაოდ პოპულარულია თანამედროვე სამყაროში. მათი სხვადასხვა ქვეყნებში გადაყვანა და გამრავლება საკმაოდ შემოსავლიან საქმედ ითვლება. ნორვეგიაში საზღვარზე მამაკაცი დააკავეს, რომელსაც  წინდებისგან შეკერილი  პატარა ტომრები მთელს სხეულზე ჰქონდა შემოკრული. ამ ტომრებში კონტრაბანტისტი 14 პითონის და 10 გეკონის წიწილს მალავდა. ფანტაზიით გამორჩეული კონტრაბანდისტი პატარა ტარანტულმა „გაყიდა“, რომელმაც ტომარაც თავი დააღწია და მგზავრებს შორის დააბიჯებდა.  

6. გაქცევაეს ნაკლებად კონტრაბანდისტული ისტორიაა, თუმცა ნამდვილად უცნაური და საინტერესოა. მექსიკის პოლიციამ ახალგაზრდა ქალი დააკვა. მარია დელ მარი, რომელიც ციხიდან თავისი შეყვარებულის,  ხუან რამირესის ჩემოდნით გაპარებას ცდილობდა. ინციდენტი 2011 წელს მოხდა, მაგრამ დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გაქცევის მცდელობად რჩება. 2007 წელს ხუან რამირესს 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. შეყვარებულმა გადაწყვიტა, რომ ეს დრო ლოდინისთვის ძალიან ბევრია. მარიას გეგმამ ვერ გამართლა. პოლიციელების ყურადღება ჩემოდნის უჩვეულო ფორმამ მიიპყრო. სამართალდამცავებმა ემბრიონის პოზაში მჯდომი  ხუანი აღმოაჩინეს.

7. ადამიანი სავარძელიმექსიკა-ამერიკის საზღვარზე უცნაური შემთხვევა მოხდა. 42 წლის მექსიკელი მამაკაცი, ამერიკის საზღვარის არალეგალურად გადაეკვეთას,  მქანანის სავარძლის  „ნიღბით“ ეცადა. ენრიკე ნამდვილად მიუახლოვდა მიზანს, სავარძელი ფაქტობრივად არაფრით განსხვავდებოდა ჩვეულებრივისგან. სხვა საქმეა როგორ გრძნობდა შიგნით მოთავსებული ენრიკე თავს. მოუხერხებელ პოზაში ფაქტობრივად უჰაეროდ, მას ბევრი საათის გატარება მოუწია. ეს კი მარტივი ნამდვილად არ არის. გაწეული "შრომა" ფუჭი აღმოჩნდა. 

8. 94 აიფონი. ზუსტად ამდენი მობილური ტელეფონის გადატანას ცდილობდა საზღვარზე ჰონგ  კონგის მკვირდი. იგი პოლიციელებმა დააკავეს და დიდი ალბათობით გაოცებულებიც დარჩნენ, როცა  მამაკაცის სხეულზე და ფეხებზე, წებოვანი ლენტით შემორტყმული მობილურიების „ბრონის ჟილეტი“ აღმოაჩინეს. სამართალდამცავების ყურადღება მამაკაცის უჩვეულო სიარულის მანერამ მიიპყრო. მესაზღვრეების ცნობით, მსგავსი ფორმით მობილური ტელეფონების გადატანის შემთხვევები საკმაოდ ხშირია და სახელიც შესაბამისი უწოდეს „მობილურების ბრონი".

 

9. კოლიბრები შარვალში. როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს რეალური ამბავია. ერთ-ერთი აეროპორტის მესაზღვრეებმა მამაკაცი დააკავეს, რომელსაც შარვალში უამრავი პატარა ზომის ფრინველი - კოლიბრი ჰყავდა. მამაკაცის შემოწმება სამართალდამცავებმა, უცნაური ქცევის გამო გადაწყვიტეს. თუმცა რაში გამოიხატებოდა მამაკაცის უცნაური ქცევა, უცნობია.თქვენს ფანტაზიას მივანდობთ იმის წარმოდგენას, თუ როგორ შეიძლება იქცეოდეს კაცი, რომელსაც ტრუსებში ათეულობით ცოცხალი ფრინველი ჰყავს. ფრინველების გადაყვანის გასამარტივებლად, მამაკაცმა ისინი სათითაოდ შეფუთა. აღსანიშნავია, რომ პატარა ცოხველების საზღვარზე გადაყვანისთვის იგი ერთხელ უკვე იყო დაკავებული.

10. პიკაპი ბევრი რკინით.   ტეხასის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, ავტომობილებით კონტრაბანდის გადატანა საკმაოდ ხშირია. პოლიციელების ყურადღება ეთმა პიკაპმა მიიპყრო, რომლის საბარგულზეც კარი იყო დამაგრებულიძველი მოდელის მანქანა უჩვეულოდ მიიჩნიეს და გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით გაჩხრიკეს. საბოლოოდ სამართალდამცავებმა, საბარგულში საგულდაგულოდ ჩამალული უამრავი საბრძოლო ვაზნა და რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღს იპოვეს.

2
28
11
14
5
კომენტარები
ეს პერსონა
Top