ალექსანდრიის პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

ეს პერსონა

ალექსანდრიის პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა თეოდორე მეორემ  ქაიროს ტაძარში გამართულ ლიტურგიაზე უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მიტროპოლიტი ეპიფანე ლოცვაში პირველად მოიხსენია. 

მანამდე უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია აღიარეს კონსტანტინოპოლისა და ელადის ეკლესიებმაც.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top