ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი: ადამიანებმა რომლებმაც იყიდეს ბილეთი, თავდასხმის რისკის მიუხედავად კინოჩვენებაზე უნდა მივიდნენ

ეს პერსონა

რეჟისორი ლევან აკინი ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და დაგეგმილ საპროტესტო აქციებს ეხმაურება. 

„ეს აბსურდულია, ადამიანებმა რომლებმაც იყიდეს ბილეთი, უნდა გამოიჩინონ სითამამე და თავდასხმის რისკის მიუხედავად კინოჩვენებაზე მივიდნენ.

„ეს ფილმი სიყვარულითა და თანაგრძნობით შევქმენი. ეს არის ჩემი სასიყვარულო წერილი საქართველოსა და ჩემი მემკვიდრეობის მიმართ. ამ ისტორიით მსურდა საქართველოს კულტურის აღდგენა და ხელახლა განსაზღვრა, მისი სრულად წარმოჩენა და არა მხოლოდ გარკვეული ნაწილის. სამწუხაროდ, ჩვენ ბნელ დროში ვცხოვრობთ და დაგეგმილი პროტესტი ამტკიცებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, ამ ბნელ ძალებს წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველა შესაძლო საშუალებით", - წერს აკინი "ფეისბუქზე". 

0
0
2
3
12
კომენტარები
ეს პერსონა
Top