შსს-მ კინოთეატრ „ამირანთან“ ორი პირი დააკავა

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, კოსტავას გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის ორი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული არიან 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

აღნიშნული პირები პოლიციამ საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

„კოსტავას გამზირზე პირველადი ინფორმაციით ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის გამოყენების ფაქტებს“, – აცხადებს უწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება.

კინოთეატრ „ამირანთან“, ასევე ბათუმსა და თბილისში მდებარე სხვა კინოთეატრებთან „ქართული მარშის“ წარმომადგენლებისა და მათი თანამოაზრეების აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ჩვენებას აპროტესტებენ. საქართველოში ფილმის პრემიერა დღეს უნდა გაიმართოს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top