კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე ერთი სამართალდამცველი დაშავდა

ეს პერსონა

კინოთეატრ „ამირანთან“ აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი ე.წ. პიროტექნიკით ერთი სამართალდამცველი ფეხის არეში დაშავდა.

დაშავებული პოლიციელი კინოთეატრ „ამირანის“ შენობაში შეიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს.

„ქართული მარშის“ წარმომადგენლები და მათი თანამოაზრეები კინოთეატრ „ამირანში“ შესვლას ცდილობენ. აქციის მონაწილეებმა, ე.წ. პიროტექნიკა ისროლეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა შენობაში შესასვლელი კარი ჩაკეტეს.

აქციის მონაწილეები ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top