დავით ბერძენიშვილს აქციის მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ეს პერსონა

კინოთეატრ "ამირანთან" სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ცოტა ხნის წინ ადგილზე  „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერი დავით ბერძენიშვილი მივიდა, რომელსაც  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბერძენიშვილი "ამირანთან" შეკრებილებმა პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულეს. ბერძენიშვილის განცხადებით, კინოთეატრთან მივიდა, რათა გამოეხატა სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ,  ვისაც ფილმის ნახვა სურს. 

ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა ე.წ პიროტექნიკა "ამირანის" მიმართულებით რამდენჯერმე ისროლეს. შედეგად ერთი სამართალდამცველი დაშავდა. დაშავებული პოლიციელი კინოთეატრ „ამირანის“ შენობაში შეიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმიც. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top