რა ვითარებაა „გალერია თბილისთან“ სადაც ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ

ეს პერსონა

"გალერია თბილისთან“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების გასაპროტესტებლად მოქალაქეები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეებს შორის სასულიერო პირებიც არიან. ადგილზე იმყოფება „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“  თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი. მისი განცხადებით,  ის მხარდამჭერებთან ერთად შეეცდება კინოთეატრში შესვლას და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ჩაშლას. 

ადგილზე მყოფმა სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს. მათ თან აქვთ ტრანსფარანტები ლოზუნგით – “ფილმის გამშვებიცა და დამნახავიც იესო ქრისტეს მაგინებელია“.

„გალერია თბილისთან“ ისევე, როგორც სხვა კინოთეატრებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top