ანა სუბელიანს კინოთეატრ "ამირანთან" სახეში ქვა ესროლეს

ეს პერსონა

ანა სუბელიანს კინოთეატრ "ამირანთან" სახეში ქვა ესროლეს. ამი სშესახებ სოციალურ ქსელში გიორგი თაბაგარი წერს. სუბელიანი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

„ქართული მარშის“ წარმომადგენლები და მათი თანამოაზრეები კინოთეატრ „ამირანში“ შესვლას ცდილობენ. აქციის მონაწილეებმა, ე.წ. პიროტექნიკა ისროლეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა შენობაში შესასვლელი კარი ჩაკეტეს.

აქციის მონაწილეები ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ. ისინი ფილმის ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები „სირცხვილია, სირცხვილი“.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

0
1
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top