ანა სუბელიანი: სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი...მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი

ეს პერსონა

სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში კონთეატრ "ამირანთან" მოხდარ ინციდენტზე წერს, რა დროსაც ის დაშავდა. 

"სასწრაფოს მანქანაში ვარ კინოთეატრ ამირანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩემთან ერთადაა ჰომოფობიური აქციის რამდენიმე წარმომადგენელი და ვისმენ ექიმის შეგონებებს იმაზე, რომ ეს ფილმი არის პროვოკაცია თურმე. სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი. მე და ჩემ მეგობრებს გაჭრილად გვაგინებდნენ და გვემუქრებოდნენ და პოლიციამ არაფერი გააკეთა მათ შესაჩერებლად. მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი," - წერს ანა სუბელიანი.

შეგახსენებთ,  კინოთეატრ "ამირანთან" სადაც აქცია მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top