კინოთეატრებში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მეორე სეანსი დაიწყო

ეს პერსონა

კინოთეატრ „ამირანში“ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მეორე სეანსი დაიწყო. მაყურებლები კინოთეატრში პოლიციის დახმარებით შედიან.

„ამირანის“ შესასვლელთან ამ დრომდე დგანან "ქართული მარშის" წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც აღნიშნული ფილმის პრემიერას აპროტესტებენ.

ფილმის პირველი სეანსის დასრულებისას კონოთეატრის ტერიტორიაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. "ქართული მარშის" წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები კინოთეატრიდან გამოსულ მაყურებლებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათი მისამართით ისროლეს ბოთლებიც. ასევე მათთან მიახლოებას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.

ფილმის ჩვენება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს თბილისის სხვა კინოთეატრებში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top