დაკავებულია 27 პირი, დაშავებულია 2 სამართალდამცავი - შსს განცხადებას ავრცელებს

ეს პერსონა

შსს ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს. 

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯამში 27 პირია დაკავებული. აქედან 24 თბილისში, ხოლო 3 ბათუმში. თითოეულ მათგანზე გამოძეიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით დაიწყო.

ასევე, თბილისში ინციდენტის დროს 2 სამართალდამცავი დაშავდა. გამოძიება კი 4 ფაქტზე დაიწყო.

"სამართალდამცველები აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. კანონდამრღვევი პირების დადგენის და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top