ჩინეთში ახალი რეგულაციის მიხედვით ღამე ვიდეო თამაშების გამოყენება იკრძალება

ეს პერსონა

ჩინეთში ახალი რეგულიციის მიხედვით 18 წლამდე პირებს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე ვიდეო თამაშებით სარგებლობა ეკრძალებათ. 

შემუშავებულ ახალ კანონში ასევე ნათქვამია, რომ სამუშაო დღეებში ონლაინ თამაშებით სარგებლობა მხოლოდ 90 წუთით არის ნებადართული. ხოლო შაბათ-კვირასა და დასვენების დღეებში თამაშის დროის ლიმიტი მაქსიმუმ 3 საათით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ 8-16 წლის მოთამაშეებისთვის დაწესდა ონლაინ თამაშებისთვის თვეში დასახარჯი თანხის ლიმიტიც და მათ 29 დოლარის, ხოლო 16-18 წლის მოზარდებს 58 დოლარის დახაჯვა შეუძლიათ.

ჩინეთი სათამაშო ბაზრის სიდიდით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა. ხოლო ახალი რეგულაცია მიზნად ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს. ასევე ახალი კანონის მიზანია იმ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რომლებიც დიდ დროს ვიდეო თამაშებზე ხარჯავენ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top