21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია იკრძალება

ეს პერსონა

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია იკრძალება. ასევე, აქციზური მარკირების გარეშე ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაციაც იკრძალება. აღნიშნულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება (მ.შ. ნაშთად არსებულის) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას 4000 ლარის ოდენობით.
აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, შენახვა, რეალიზაცია იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (საქონლის ჩამორთმევა, შინაპატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა)" - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top