ბელგიაში გია ყანჩელის ძეგლი მისივე საყვარელ პარკში დაიდგმება

ეს პერსონა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, მიდელჰეიმის პარკში, შესაძლოა გია ყანჩელის ძეგლი დაიდგას. ძეგლის შესაძლო დადგმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ქართველი მუსიკოსის დაჩი ხასიას პირად Facebook გვერდზე ვკითხულობთ.

ძეგლის დადგმის იდეა თავად ანტვერპენში მცხოვრებ ხასაიას ეკუთვნის. კომპოზიტორის ხსოვნის უკვდავსაყოფად მან ოქტობრის თვეში ქალაქის მერს წერილობით მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო. ამ ეტაპზე ხასაია მოლაპარაკებებს უკვე მიდელჰეიმის პარკის მენეჯმენტთან აწარმოებს. 

"საქართველო მინდა მაინც დავიხმარო. ისედაც გავაკეთებ ბელგიელების დახმარებით, რადგან გიამ მოიპოვა მათი ასეთი სიყვარული, მაგრამ ეს უფრო საქართველოს გასაკეთებელი საქმეა. თან ქართული უძლეველი კრეატივი მინდა საქმეში ჩაერთოს. მესმის საკითხის სენსიტიურობის შესახებ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერზე ვისაუბრებ, როდესაც პროექტი ბოლომდე მზად იქნება”, - ამბობს დაჩი ხასაია.

იხილეთ წერილი:

8
1
1
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top