11 აკრძალული ფილმი

ეს პერსონა

არმოგიდგენთ 11 ფილმს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა მიზეზით აკრძალეს.

 

1. ინტერვიუ/The Interview

სეთ როგენისა და ჯეიმს ფრანკოს მონაწილეობით 2014 წელს გადაღებული კომედია, რომელშიც ჟურნალისტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ-ჩენ ინისგან ინტერვიუს იღებს. ფილმი აკრძალულია რუსეთში და, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩრდილოეთ კორეაში ამერიკული ფილმების ჩვენება არ შეიძლება, აღნიშნულ სახელმწიფოშიც.

2. ექიმი სთრეინჯლავი: როგორ ვისწავლე არ ვინერვიულო და შევიყვარე ატომური ბომბი/Dr. Straingelove or: How I Learned to stop Worrying and Love the Bomb

სტენლი კუბრიკის კიდევ ერთი შედევრი, რომელშიც ცივი ომის გამომწვევი ინციდენტია აღწერილი. ფილმი 1964 წელს ფინეთმა აკრძალა, რათა მეზობელი საბჭოთა კავშირი არ გაენაწყენებინა.

3. ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით/The Texas Chainsaw Massacre

1974 წელს გამოსვლის შემდეგ ეს საშინელებათა ფილმი ბევრს ქვეყანაში აიკრძალა და ეკრანებს მხოლოდ 1999 წელს დაუბრუნდა.

4. მექანიკური ფორთოხალი/A Clockwork Orange

კუბრიკის "მექანიკური ფორთოხალი" ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში იყო აკრძალული. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ფილმი მხოლოდ 1999 წელს, რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ აჩვენეს.

5. დიდი დიქტატორი/The Great Dictator

ჩარლი ჩაპლინის კინოსურათი, რომელიც სატირულად მოგვითხრობს ფაშიზმის შესახებ. ფილმი ლათინურ ამერიკაში იყო აკრძალული, რადგან აღნიშნული ქვეყნები ნაციზმის მიმართ სიმპატიით იყვნენ განწყობილნი.

6. ჯავშნოსანი პოტიომკინი/Battlership Potemkin

1925 წელს გადაღებული უხმო კინო, რუსი მებრძოლების 1905 წლის აჯანყების შესახებ მოგვითხრობს. ფილმი ნაცისტურ გერმანიაში აკრძალეს, მსოფლიოს მასშტაბით მისი ჩვენების შეწყვეტა კი იმიტომ მოხდა, რომ მარქსისტული რევოლუცია არ გამოეწვია. ამჟამად ფილმის ნახვა ყველგან ნებადართულია.

7. იხვის სუპი/Duck Soup

ეს სატირული ფილმი 1933 წელს გამოვიდა და მისი ჩვენება იტალიაში მუსოლინიმ აკრძალა. ამავე დროს ფილმის ნახვა არც ნაცისტურ გერმანიაში იყო ნებადართული, რადგან ებრაულ ხასიათსაც ატარებდა.

8. უკანასკნელი ტანგო პარიზში/Last Tango in Paris

ბერნარდო ბერტოლუჩის ეროტიული შედევრს მსოფლიოს მასშტაბით უამრავი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ფილმი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის რეჟისორის სამშობლშიც აკრძალული იყო. თავად ბერტოლუჩი მისი გადაღების გამო 4 თვის განმავლობაში ციხეშიც იჯდა.

9. Freaks

კლასიკური თრილერი, რომელშიც ცირკის მსახიობი ლამაზი ქალისა და მისი ხელმძღვანელის ისტორიაა აღწერილი. ფილმის ჩვენება დიდი ბრიტანეთში 30 წლის განმავლობაში იყო აკრძალული.

10. ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება/The Last Temptation of Christ

მარტინ სკორსეზეს ფილმი, ნიკოს კაზანძაკისის 1955 წლის ნოველაზე, რომელსაც ასევე უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალეს. მისი ჩვენება აკრძალული აშშ-ის შტატებში სავანაში, ჯორჯიაში, ახალ ორლეანში, ოკლაჰომაში, სანტა ანასა და კალიფორნიაშიც იყო.

11. Cocksucker Blues

ეს დოკუმენტური ფილმი 1972 წელს რობერტ ფრენკმა და დენი სეიმურმა ბენდ The Rolling Stones შესახებ გადაიღო. მისი ჩვენება მხოლოდ წელიწადში ოთხჯერ იყო ნებადართული.

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top