ზაზა ფაჩულიამ NBC-ის ეთერში ქართული ბრენდის CROSTY-ის შესახებ ისაუბრა

ეს პერსონა

NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ  ტელეკომპნა NBC-ის ეთერში სპორტული ფეხსაცმელების ქართული ბრენდის CROSTY-ის შესახებ ისაუბრა. 

"CROSTY-სა და ჩემი გზები ძალიან საინტერესოდ გადაიკვეთა. პირველი ჩემპიონატის გამარჯვების შემდეგ, უზარმაზარი ყუთი მივიღე საქართველოდან. ყუთის ხარისხიდან გამომდინარე, ჩანდა, რომ სერიოზული იყო. გავხსენი, შიგნით წერილი იდო: პირველ ჩემპიონატში გამარჯვებას მილოცავდნენ და ამბობდნენ, როგორი ამაყები იყვნენ ჩემით, და მიგზავნიდნენ საჩუქარს. ასე რომ, მე ეს ამოვიღე და ფეხსაცმელი აღმოჩნდა. ბოტასები იყო. თან ჩემი საყავრელი ფერი - თეთრი. შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ ეს არის ქართული კომპანია Crosty, რომლის შესახებაც მე იმ დრომდე არაფერი მქონდა გაგებული. ძალიან მომეწონა და გავოცდი, თუ როგორ იცოდნენ ჩემი ზომაც. ასე რომ, მე დავგუგლე და წავიკითხე ამ კომპანიის შესახებ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მინდოდა ამ ადამიანებთან შეხვედრა და მათი მხარდაჭერა, რადგან მათ პროდუქციაში ხარისხი იგძნობა", - იხსენებს ინტერვიუში ფაჩულია.

View this post on Instagram

🤘🏾@zazapachulia X @crosty 🚀

A post shared by George Mikaia (@mickaia) on

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top