ვინ არიან და რას საქმიანობენ "And Then We Danced" - ის მსახიობები რეალურ ცხოვრებაში

ეს პერსონა

ევან აკინის მიერ გადაღებულმა შვედურ-ქართულმა ფილმმა “და ჩვენ ვიცეკვეთ”, რომელშიც უამრავი კულტურული და სოციალური პრობლემის ფონზე პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამა ვითარდება, უამრავი ქვეყნის მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. თითქმის არ დარჩენილა ფესტივალი, სადაც ფილმმა რაიმე ფორმით აღიარება და უამრავი აპლოდისმენტი არ მიიღო. საინტერესოა რას საქმიანობენ ფილმის მთავარი როლის შემსრულებლები რელურ ცხოვრებაში.

ლევან გელბახიანი:

- ბავშვობაში დავდიოდი თეატრალურ სტუდიებში, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილისა და სოხუმის თეატრების სპექტაკლებში ვმონაწილეობდი. მოგვიანებით გამოცდები ჩავაბარე ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში, სადაც თეატრალურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი.  პროფესიის არჩევაში  ყველაზე დიდი გავლენა დედაჩემმა იქონია, ბავშვობიდან სტუდიებში დავყავდი. თვითონაც თეატრში მუშაობდა. შემდეგ მეც თეატრალურში გადავწყვიტე ჩაბარება, თუმცა არ მიმიღეს…ყველაზე ძვირფასი ალბათ  ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებელში ქორეოგრაფიულ სპექტაკლებში შესრულებული როლებია,  ძალიან საინტერესო პერიოდი იყო და ამ ყველაფრისგან დიდი გამოცდილება მივიღე. თეატრში დიდად არ მაქვს გამოცდილება, ამიტომ ვერ შევადარებ. კინოზე ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და პროცესიც ძალიან მომწონს.

ბაჩი ვალიშვილი:

სამსახიობო სფეროთი ადრეული ბავშვობიდან დავინტერესდი. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მსახიობობა მინდოდა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ინტერესებიც გამჩენია, თუმცა ბოლოს მაინც ყველაფერს მსახიობობასთან ვაკავშირებდი. ალბათ, ძალიან გამიმართლა, რომ თავიდანვე ვიცოდი, რა მინდოდა მთელი ცხოვრება მეკეთებინა. ძალიან ბევრ საქმიანობას ვარ მოდებული – ანიმატორიც ვყოფილვარ, მზარეულიც, მოცეკვავეც, ბენდიც მყავდა ბავშვობაში და დრამერი ვიყავი,  ერთი პერიოდი ფსიქოლოგიასაც ვსწავლობდი და პარალელურად იმასაც  ვცდილობდი, რომ სამსახიობო სფეროში მოვხვედრილიყავი. უშუალოდ ამ ფილმამდე ილიაუნის თეატრის რამდენიმე სპექტაკლში ვმონაწილეობდი და პარალელურად, ფული რომ მქონოდა, პიცერიაში მზარეულად ვმუშაობდი. პირველი სპექტაკლი ჯგუფელებმა ჩვენი ფინანსებით და გამძლეობით დავდგით, ბათუმშიც კი წავიღეთ, სანამ ილიაუნის თეატრი მიგვიღებდა. 

10
6
9
14
50
კომენტარები
ეს პერსონა
Top